სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: რა გსმენიათ გადამდები დაავადებების შესახებ?

2. პროექტის მოკლე აღწერა: რა არის გადამდები დაავადება? როგორ შეიძლება დაგემართოს გადამდები დაავადება?

3. პროექტის სრული აღწერა: კლასს მივცემ ინდივიდუალურ დავალებებს. დააკვირდნენ თუ რისგან შეიძლება წარმოიშვას თითოეული სახის ინფექციური დაავადება და როგორ შეიძლება გადავიდეს ეს დაავადება დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან ახლო კონტაქტის დროს. მოსწავლეები გაეცნონ მიკროსკოპს, როგორც გამადიდებელ ხელსაწყოს. სასურველია მოსწავლეებმა დაათვალიერონ მათთვის ნაცნობი საგანი მაგალითად თმის ღერი. სთხოვონ უფროსს მეგობრებს, დაეხმარონ და ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია გადამდები დაავადებების შესახებ. 

10 დღის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ინფორმაციას გაუცვლიან ერთმანეთს. 

გასცემენ პასუხს შემდგე კითხვებს:

1. რა არის გადამდები დაავადება?

2. რა იწვევს გადამდებ დაავადებებს?

3. გქონიათ თუ არა ინფექციური დაავადება?

4. რა შეიძლება იყოს დაავადების წყარო?

4. მონაწილეთა ასაკი: 8 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევის უნარის გამომუშავება და სინთეზური აზროვნების ჩამოყალიბება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება შეიქმნას: ამ პროექტის შემდეგ, მოსწავლეებს ეცოდინებათ როგორ უნდა დაიცვან თავი გადამდები დაავადებებისაგან. და თუ ასეთ რამეს მაინც შეამჩნევენ დაუყოვნებლივ მიმართონ უბნის ექიმს.

8. სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თავისსავე თანატოლებს. 

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ანატომია.

12. პროექტის ფასილიტატორი: მაია ქილიფთარი.

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maiaqiliftari@gmail.com